ჩინური მიმართულების სტუდენტის მორიგი წარმატება
09 ივნისი 2017
თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ჩინური მიმართულების სტუდენტმა, მარიამ ჩახაიამ, კონკურსის შედეგად დაიწყო მუშაობა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოში ადმინისტრაციულ ასისტენტად.
მარიამმა ჩინური ენის შესწავლა დაიწყო თავისუფალ უნივერსიტეტში, კარგ აკადემიურ მოსწრებასთან ერთად, ის ყოველ წელს გადიოდა HSK-ის საერთაშორისო გამოცდაზე და უკვე C2 დონის გამოცდაც ჩააბარა. მესამე კურსის შემდეგ მან ჩინეთის მთავრობის სტიპენდია მოიპოვა და გაიარა ერთწლიანი სტაჟირება ჩინეთში ჭეძიანგის უნივერსიტეტში
მარიამი ბოლო პერიოდში მუშაობდა ნიუტონის სკოლაში ჩინური ენის მასწავლებლად, თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტში თარჯიმნადაც არაერთხელ უმუშავია. მომავალში აპირებს საქართველოს მაღალი დონის სინქრონულ თარჯიმნად მუშაობას, რისთვისაც შესაბამისი ცოდნა და უნარები გააჩნია.
აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩინური ენის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტების და კურსდამთავრებულების უმრავლესობა წარმატებულად საქმდება კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებში (საქართველოში ჩინეთის და ჩინეთში საქართველოს საელჩოებში, წამყვან უნივერსიტეტებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში და სხვა), რაც მეტყველებს ჩინური მიმართულების წარმატებულ მუშაობასა და ჩინური ენის სწავლის პერსპექტივაზე.