GE

ჩინური სიმღერის კონკურსი კამპუსში

18 აპრილი 2015

17 აპრილს კამპუსის ხელოვნების ცენტრში საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსა და თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა ჩინური სიმღერის კონკურსი.

ღონისძიებაზე მონაწილეები შეაფასეს ჟიურის ჩინელმა და ქართველმა წევრებმა. კონკურსის ბოლოს გამოვლინდნენ გამარჯვებული ნომრები, რომელთა ავტორებიც სამახსოვრო პრიზებით დაჯილდოვდნენ. მონაწილეებს ასევე გადაეცათ სერტიფიკატები. კონკურსს უძღვებოდნენ ქართველი და ჩინელი წამყვანები.

ღონისძიებას დაესწრნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში და სხვა საპატიო სტუმრები.

თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტისა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს ერთობლივი ძალისხმევით არაერთი საინტერესო ღონისძიება განხორციელებულა.