GE

Club Fest-ი საუნივერსიტეტო კამპუსში

06 ნოემბერი 2013

7 ნოემბერს, 15:00 საათზე დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსის კულტურის ცენტრში (თეატრის სცენაზე) Club Fest-ი გაიმართება. მასში მონაწილეობას თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტური კლუბები მიიღებენ. კლუბის წარმომადგენლები ჩაატარებენ ხუთწუთიან პრეზენტაციებს თავიანთი კლუბების უკვე განხორციელებული ღონისძიებების შესახებ და ისაუბრებენ სამომავლო გეგმებზე.

პრეზენტაციების შემდეგ, ჰოლში სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაეცნონ და სურვილის სემთხვევაში გაწევრიანდნენ იმ კლუბში/კლუბებში, რომელთა თემატიკაც აინტერესებთ. ასევე, შეეძლებათ ახალი კლუბების დარეგისტრირებაც.