GE

Cnick-ის კიდევ ერთი წარმატება

22 ნოემბერი 2016

კონფერენცია GITI-ზე, რომელმაც ინფორმაციულ-საკომუნიკაციო სფეროში უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტების გუნდმა Cnick წარადგინა ჭკვიანი ბეჭედი". კნიკი რამდენიმე თვის წინ „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს“ მიერ ორგანიზებული კონკურსის გამარჯვებული გახდა და 100 000 ლარის ოდენობის გრანტი მიიღო პროდუქტის განსავითარებლად.
 
წელს კონფერენციას 20-ზე მეტი ქვეყნის 500-მდე წარმომადგენელი სტუმრობდა.
 
კომპანია ამ ეტაპზე მჭირდოდ თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა ელექტრონული რეცეფტების გამოყენება ჭკვიანი ბეჭდის მეშვეობით მნიშვნელოვნად გაამარტივოს.
 
მომხმარებელი წამკითხველზე ბეჭედის ერთი კლიკით შეძლებს ფარმაცევტის ეკრანზე გამოაჩინოს ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტების სია, რაც დაზოგავს დროს და შეამცირებს შეცდომების დაშვების ალბათობას.
 
პროდუქტის პირველი პროტოტიპი უკვე მზადაა, საბოლოო ვერსია კი მფლობელს საშუალებას მისცემს საფულის არსებობა დაივიწყოს და ბეჭდის მეშვეობით:
 
• ხელის ერთი მოძრაობით გადაიხადოს ტერმინალებზე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში;
• შეინახოს პირველადი სამედიცინო ინფორმაცია (სისხლის ჯგუფი, გადატანილი დაავადებები, ალერგიულობა). ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახლავთ, რადგან ამ ფუნქციის საშუალებით „კნიკს“ მომხმარებლის სიცოცხლის გადარჩენაც კი შეუძლია;
• „კნიკი“ აბონემენტების, ორგანიზაციის საშვებისა და ლოიალობის ბარათების ფუნქციასაც ითავსებს, რისი მეშვეობითაც ის სრულიად ანაცვლებს საფულეს.
 
პროდუქტის შეძენა მომდევნო წლიდან იქნება შესაძლებელი.
 
ორგანიზატორებში ყველაზე დიდი მოწონება სწორედ ზემოაღნიშნულმა პროექტმა დაიმსახურა.