GE

ცოდნის ფონდი

14 მაისი 2014

ცოდნის ფონდი, რომელიც არამომგებიანი, საქველმოქმედო ორგანიზაციაა, კახა ბენდუქიძემ 2007 წელს დაარსა. ის საქართველოს მასშტაბით უდიდესი ფონდია უმაღლესი განათლების სფეროში.

ცოდნის ფონდი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის დამფუძნებელი ორგანიზაციაა. ფონდის მიზანია ახალგაზრდა თაობის უზრუნველყოფა მსოფლიო დონის უმაღლესი განათლებით და ქვეყანაში მაღალი ხარისხის სამეცნიერო კვლევის ხელშეწყობა. სწორედ ამ მიზნით, ცოდნის ფონდი ახდენს ინვესტირებას საქართველოს მომავალ თაობაში, მათ შორის თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სასწავლო და კვლევით ინფრასტრუქტურასა და სტუდენტთა სწავლის დაფინანსებაში.

2007-2012 წლებში ცოდნის ფონდმა უმაღლესი განათლების სფეროში 50 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი საქველმოქმედო ინვესტიცია განახორციელა. ეს განათლების სფეროში კერძო საქველმოქმედოინვესტირების უპრეცენდენტო თანხაა საქართველოს მასშტაბით.

2020 წლისთავის ცოდნის ფონდის მიერ უმაღლესი განათლებაში (კერძოდ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების და მათი სტუნდეტების განათლების სასარგებლოდ). განხორციელებული ჯამური საქველმოქმედო ინვესტიცია 80 მილიონ აშშ დოლარს აღწევს.

2018 წლიდან ცოდნის ფონდმა ინვესტირება დაიწყო საშუალო განათლებაში.