GE

„ჩინური ენის ხიდის“ სტუდენტური კონკურსის მე-14 შესარჩევი ეტაპი ჩატარდა

27 ივნისი 2023

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს ერთობლივი ორგანიზებით კახა ბენდუქიძის კამპუსში ჩატარდა „ჩინური ენის ხიდის“ სტუდენტური კონკურსის მე-14 შესარჩევი ეტაპი.

კონკურსის შესარჩევი ეტაპის გამარჯვებულები გახდნენ თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის სტუდენტები:

I ადგილი - სანდრო წერეთელი
II ადგილი - მარიამ ხუჭუა და ქეთევან ჭიჭიბოშვილი
III ადგილი - მარიამ რეხვიაშვილი, მარიტა ბასილაძე და თამარ ლომიძე

კონკურსის გამარჯვებული ჩინეთში გაემგზავრება და „ჩინური ენის ხიდის“ ფინალურ ეტაპზე საქართველოს სახელით მიიღებს მონაწილეობას.

დამსწრე საზოგადოებასა და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ჩინეთის საელჩოს მრჩეველმა სიუ ხაიჭენგმა და თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის დირექტორებმა, მარინე ჯიბლაძემ და სუ კუოინგმა.

კონკურსის ბოლოს გაიმართა თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ქართულენოვანი ესეების კონკურსებისა და ოლიმპიადის „რა ვიცით ჩინეთის შესახებ?“ დაჯილდოების ცერემონია.

Confucius Institute