GE

ჩვენ ისევ პირველები ვართ!

05 სექტემბერი 2018

ტრადიციულად - თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები კვლავ საუკეთესოები არიან!

თავისუფალი უნივერსიტეტი ისევ პირველია და რჩება უნივერსიტეტებს შორის უპირობო ლიდერად, აგრარული კი კვლავ მეორე ადგილზეა.

2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით კახა ბენდუქიძის უნივერსიტეტები უმაღლესი სასწავლებლებს შორის კვლავ პირველ და მეორე ადგილებს ინაწილებენ.

პირველკურსელებო, მადლობა ნდობისთვის! თქვენ ნამდვილად საუკეთესო უნივერსიტეტებში მოხვდით.