GE

ჩვენი ქალაქი

19 ნოემბერი 2015

თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის მოეიგი გამოფენა.

პროფესორები: ნინო სეხნიაშვილი,კოტე სულაბერიძე, ნინო ჭილაშვილი

13 ნოემბერი - 19 დეკემბერი, 2015

VADS-ი წარმოგიდგენთ ვადსის სტუდენტების (პირველი და მეორე კურსელების) სემესტრის შუალედურ გამოფენას. მეორე კურსელებს ამჯერად პირველკურსელები შეუერთდნენ ტრადიციის გაგრძელებაში, როდესაც ისინი სემესტრის განმავლობაში ორ გამოფენას აწყობენ და თავიანთ ნამუშევრებს საჯაროდ წარმოადგენენ.

პირველი სემესტრის შუალედურ გამოფენის თემაა "ჩვენი ქალაქი." გამოფენა ამ თემაზე პირველკურსელების მრავალფეროვანი ინეტრპრეტაციის შედეგია.

გამოფენა VADS-ის სამივე სართულზეა განაწილებული და სიმბოლურად, 13 ნოემბერს გაიხსნა. ეძღვნება კახა ბენდუქიძეს!