GE

ჩვენი სტენდი წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე

30 მაისი 2016

25-28 მაისს ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონმა თბილსის წიგნის საერთაშორისო ფესტივალს უმასპნინძლა, სადაც სხვა გამომცებლობებთან ერთად წარმოდგენილი იყო თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტიც.

სტუმრებს საშუალება ჰქონდათ სამახსოვროდ მიეღოთ ჩინურად დაწერილი და დახატული სიმბოლოები და დასწრებოდნენ მასტერკლასებს: ჩინური კვანძების დამზადება, ორნამენტების გამოჭრა, პეკინური ნიღბების ხატვა, ჩინური კალიგრაფიის შესრულება და სხვა. დამსწრეებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს ვიქტორინაში "რა ვიცით ჩინეთის შესახებ" და შესაბამისად სხვადასხვა წამახალისებელი პრიზებით დაჯილდოვდნენ.

მთავარ სცენაზე შედგა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობის ახალი წიგნების "საუბრები კახა ბენდუქიძესთან" და YCT ლექსიკონისა და ჩინური ენის პრაქტიკული კურსის საჯარო პრეზენტაციები.

ასევე, კონფუცის სტენდთან შესაძლებელი იყო თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობის წიგნების შეძენა საგამომცემლო ფასად.

წიგნის საერთაშორისო ფესტივალს ესწრებოდა ცოდნის ფონდის დირექტორი, კახა ბენდუქიძის ქალიშვილი - ანასტასია ბენდუქიძე-გონჩაროვა, რომელმაც მსურველებს კახა ბენდუქიძის ბიოგრაფიულ წიგნზე სამახსოვრო მინაწერები დაუტოვა.