GE

ჩვენი სტუდენტის სწავლა და კვლევა საზღვარგარეთ

24 მარტი 2016

თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის კურსდამთავრებულმა, მირზა კაპანაძემ წარმატებით გაიარა, სეულში, აჯუ უნივერსიტეტში (Ajou University) მაგისტრატურის სრული კურსი, კორეის მთავრობის სტიპენდიით პოლიტიკურ მეცნიერებათა და დიპლომატიის ფაკულტეტზე.

მირზა ასევე მუშაობს პროფესორის ასისტენტად იმავე ფაკულლტეტზე, სპეციალობა - შედარებითი პოლიტიკა (Comparative Politics), საკვლევი თემა - "კავშირი იდეოლოგიურ მანძილსა და ხმის მიცემის გადაწყვეტილების ცვლილებას შორის" (Association between ideological distance and changes in voting intention).

ვულოცავთ მირზას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.