GE

ჩვენის ტუდენტების კიდევ ერთი წარმატება

24 ნოემბერი 2016

გელათის მონასტერზე დამონტაჟდა საქართველოში დაპროექტებული და აწყობილი მონიტორინგის სისტემა, რომელიც Edison.ge-ს ჯგუფმა შეასრულა.
 
Edison-ი არის თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების: გივი ბერიძის, ნიკოლოზ სიხარულიძის, თორნიკე ფარცახაშვილისა და ირაკლი მსხილაძის მიერ დაფუძნებული კომპანია, რომელიც სხვადასხვა ტიპის სოლუშენებს სთავაზობს ქართულ ბიზნესებსა და ფიზიკურ პირებს, ამასთანავე, ქმნის საერთაშორისო ბაზარზე გათვლილ სტარტაპებს.
 
ზემოხსენებული პროექტის შექმნა დაიწყო აგვისტოში მსოფლიო ბანკისა და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ინიციატივით და გადაეცა გასაკეთებლად კომპანია Edison-ს.
 
პროექტის ანალოგიური ვერსიები არსებობს მსოფლიოს მასშტაბით, მაგრამ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებმა დამკვეთებს შესთავაზეს უფრო იაფი და, ამასთანავე, მაღალი სიზუსტის მქონე სისტემა.