ჩვენმა თეატრმა ფესტივალზე სამ ნომინაციაში გაიმარჯვა
11 დეკემბერი 2018
თეატრალურ ფესტივალზე "ნიღაბი 2018" თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების თეატრის სპექტაკლმა - მექანიკური ფორთოხალი - სამ ნომინაციაში გაიმარჯვა.
რეჟისორი, თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი - დემეტრე დგვეფაძეა, რომელიც ამავდროულად აღნიშნულ სპექტაკლში თამაშობს.
მამაკაცის დრამატული როლის საუკეთესო შემსრულებელი სწორედ დემეტრე გახდა, ქალის საუკეთესო როლის შემსრულებლის სტატუსი, ჩვენმა სტუდენტმა, ანი ბუჩუკურმა მიიღო, ხოლო ნომინაცია - საუკეთესო უნივერსიტეტი, ასევე თავისუფალმა უნივერსიტეტმა მოიგო!