GE

დაიცავი შენი საფულე - ეკონომიკური თავისუფლების აქტი

24 მარტი 2017

25 მარტს, 16:00 საათზე, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის მე-200 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო პანელური დისკუსია  საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების აქტთან დაკავშირებთ.

მომხსენებლები ისაუბრებენ იმაზე, თუ რას წარმოადგენს ეკონომიკური თავისუფლების აქტი და რა საფრთხეების და გამოწვევების წინაშე დადგება საზოგადოება მისი შეცვლის შემთხვევაში.

დისკუსიას გაუძღვებიან:

ლადო გურგენიძე - ლიბერთი ბანკის პრეზიდენტი 

ვატო ლეჟავა - თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორი

გასული თვეების განმავლობაში, პარლამენტში გაჟღერდა ინიციატივები მთავრობის მცდელობაზე, რომ საკონსტიტუციო დონეზე შეიტანოს ცვლილებები ან საერთოდ ამოიღოს ეს აქტი, რომელიც თავისი შინაარსით გარანტია იმისა,რომ სახელმწიფო ზედმეტად არ ჩაერევა ქვეყნის ეკონომიკაში. 

მოგეხსენებათ, 2011 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ეკონომიკური თავისუფლების აქტი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაში. რეფერენდუმის გარეშე იგი მთავრობას საშუალებას არ აძლევს გაზრდოს ან შემოიღოს ახალი გადასახადი. ასევე, თავისუფლების აქტი გარკვეულ ხარჯვით შეზღუდვებს უწესებს მთავრობას. კახა ბენდუქიძესთან ერთად, აქტის შექმანაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ ლადო გურგენიძე და ვატო ლეჟავა.

 

დისკუსიაზე დასწრება თავისუფალია.