დაჯილდოება
28 მარტი 2013
29 მარტს, 18:00 საათზე დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსშ სტუდენტური კონკურსის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.
„რევოლუციური იდეები ბიზნესში" - სტუდენტური კონკურსია, რომელიც Forex Club-ის, საინვესტიციო კომპანიების „Quadro Capital" და „Green Capital" და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება.
კონკურსის ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარმოედგინათ კრეატიული ბიზნეს იდეები. შემოვიდა 300-ზე მეტი იდეა, რომელთა დიდი ნაწილიც შეეხებოდა ონლაინ ბიზნეს ტრანზაქციების განვითარებასა და მომხმარებელთათვის ახალი, მარტივი და მოსახერხებელი online სერვისების შეთავაზებას.
კონკურსში გამარჯვებულებს სპონსორები გამოავლენენ: I, II და III ადგილზე გასული იდეებისთვის სტუდენტებმა ფულად ჯილდოებს მიიღებენ, ხოლო ორი სპეც კონკურსის გამარჯვებულები კი Ipod Shuffle-ებს მიიღებენ. ასევე, სპონსორებმა შექმნეს მონაწილეთა საინფორმაციო ბაზა, რათა სტუდენტებთან პროფესიული ურთიერთობა გაგრძელდეს.