GE

დასაქმების ფორუმი - 2018

29 მარტი 2018

18 აპრილს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში რიგით მეცხრე დასაქმების ფორუმი ჩატარდება. ფორუმის ფარგლებში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის, მათ შორის კულინარიის აკადემიის სტუდენტები და კურსდამთავრებულები ქართულ ბაზარზე არსებული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდებიან, რაც სამომავლო თანამშრომლობის წინაპირობა გახდება. კომპანიების წარმომადგენლები მიმდინარე და სამომავლოდ გამოცხადებული ვაკანსიების შესავსებად ადგილზე გაესაუბრებიან სტუდენტებს და განიხილავენ მათ კანდიდატურებს.

დასაქმების ფორუმში ტრადიციულად, 100-ზე მეტი კომპანიაა და ორგანიზაციაა ჩართული. ფორუმი ჩატარდება კამპუსის ბიბლიოთეკაში - 13:00-დან 17:00 საათამდე.

FB Event.