დასაქმების ფორუმი 2022
28 ნოემბერი 2022
7 დეკემბერს კახა ბენდუქიძის კამპუსმა დასაქმების ფორუმის ფორმატით 100-ზე მეტ ორგანიზაციას უმასპინძლა.
ფორუმის ფარგლებში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები და კურსდამთავრებულები შეხვდნენ მომავალ დამსაქმებლებს და თავიანთი რეზიუმეები გააცნეს, რაც მათი სამომავალო თანამშრომლობისა და სტუდენტთა კარიერული განვითარების წინაპირობაა.
თავის მხრივ, მოწვეულ ორგანიზაციებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიმდინარე და სამომავლოდ გამოცხადებული ვაკანსიების შესახებ მიეწოდებინათ ინფორმაცია სტუდნეტებისთვის და შეერჩიათ სასურველი კანდიდატები.
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები მადლობას ვუხდით პარტნიორ ორგანიზაციებს სტუდენტების დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის.