GE

დასაქმების ფორუმი

29 ნოემბერი 2016

8 დეკემბერს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში რიგით მეექვსე დასაქმების ფორუმი ჩატარდება.
 
ფორუმის ფარგლებში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის, მათ შორის კულინარიის აკადემიის სტუდენტები და კურსდამთავრებულები ქართულ ბაზარზე არსებული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდებიან, რაც სამომავლო თანამშრომლობის წინაპირობა გახდება.
 
კომპანიების წარმომადგენლები მიმდინარე და სამომავლოდ გამოცხადებული ვაკანსიების შესავსებად ადგილზე გაესაუბრებიან სტუდენტებს და განიხილავენ მათ კანდიდატურებს.
 
დასაქმების ფორუმში 80-ზე მეტი კომპანიაა ჩართული.
 
ფორუმი ჩატარდება კამპუსის ბიბლიოთეკაში - 12:00-დან 15:00 საათამდე.