GE

დასაქმების ფორუმი კამპუსში

27 ნოემბერი 2015

3 დეკემბერს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის რიგით მეოთხე დასაქმების ფორუმი იმართება.
 
ფორუმს დაესწრებიან საქართველოს ბაზარზე არსებული წამყვანი კომპანიები თუ საჯარო სამსახურები, რომელთა წარმომადგენლები მიმდინარე და სამომავლოდ გამოცხადებული ვაკანსიების შესავსებად ადგილზე გაესაუბრებიან სტუდენტებს და განიხილავენ მათ კანდიდატურებს.
 
ფორუმს ტრადიციულად კამპუსის ბიბლიოთეკა უმასპინძლებს.