GE

დასაქმების ფორუმი კამპუსში

10 მარტი 2016

24 მარტს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის რიგით მეხუთე დასაქმების ფორუმი იმართება.

ფორუმს დაესწრებიან საქართველოს ბაზარზე არსებული წამყვანი კომპანიები თუ საჯარო სამსახურები, რომელთა წარმომადგენლები მიმდინარე და სამომავლოდ გამოცხადებული ვაკანსიების შესავსებად ადგილზე გაესაუბრებიან სტუდენტებს და განიხილავენ მათ კანდიდატურებს.

ფორუმს ტრადიციულად კამპუსის ბიბლიოთეკა უმასპინძლებს.