GE

დასაქმების ფორუმი კამპუსში

25 მარტი 2015

26 მარტს, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის ბიბლიოთეკაში, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის გაიმართება დასაქმების ფორუმი, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართულ ბაზარზე სხვადასხვა სფეროში მოღვაწე კომპანიები.

ტრადიცია გრძელდება და ამჯერადაც ფორუმში მონაწილე კომპანიების რაოდენობა წინა წელთან შედარებით გაზრდილია!

ორგანიზაციების წარმომადგენლები სტუდენტებს მიმდინარე და სამომავლოდ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გაესაუბრებიან.

სტუდენტებს ეძლევათ რეალური შანსი გაიცნონ დამსაქმებელი პირადად, დაუსვან მათ კითხვები და მიაწოდონ ინფორმაცია საკუთარი კანდიდატურის შესახებ.

ფორუმის გახსნისას დაჯილდოვდება ის კომპანიები, სადაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ყველაზე მეტი სტუდენტი/კურსდამთავრებული დასაქმდა.

საუკეთესო დამსაქმებლის სტატუსს სამი კომპანია მიიღებს.

თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა 96% დასაქმებულია.