GE

დასაქმების ფორუმი

05 მარტი 2014

7 მარტს, დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში დასაქმების ფორუმი გაიმართება.

გაეცანი შენს მომავალ დამსაქმებელს!

დასაქმების ფორუმის ფარგლებში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები და ქართულ დასაქმების ბაზარზე მოქმედი 45 მნიშვნელოვანი კომპანია, ინტერესებისა და მოთხოვნების შესაბამისად ინფორმაციას გაცვლიან, რაც სამომავლო თანამშრომლობის წინაპირობა გახდება.

კომპანიების წარმომადგენლები  სტუდენტებს მიმდინარე და სამომავლოდ გამოცხადებული ვაკანსიებზე გაესაუბრებიან.

ეს რიგით მეოთხე დასაქმების ფორუმია, რომელიც ჩვენს უნივერსიტეტში ტარდება.