დასავლეთი დასავლეთია, აღმოსავლეთი კი აღმოსავლეთი
06 იანვარი 2017
თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის და „მომავალ დიპლომატთა კლუბის“ ორგანიზებით კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიმართა სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „დასავლეთი დასავლეთია, აღმოსავლეთი კი აღმოსავლეთი.“
კონფერენცია მიეძღვნა აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის დაარსებიდან 25-ე წლისთავს.
თანამონაწილეობდნენ: ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, კატარის საელჩო საქართველოში, იაპონიის საელჩო საქართველოში, ჩინეთის საელჩო საქართველოში, კორეის საელჩო საქართველოში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში, საინვესტიციო კომპანია "ჰუალინგ ჯგუფი", ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი.
კონფერენცია ჩატარდა 4 სექციაში (62 მომხსენებელი: თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტქენიკური უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი /GIPA/).