GE

დასავლეთი დასავლეთია, აღმოსავლეთი კი აღმოსავლეთი

28 დეკემბერი 2015

2015 წლის 23-24 დეკემბერს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის და „მომავალ დიპლომატთა კლუბის” ორგანიზებით ჩატარდა ახალგაზრდული კონფერენცია „დასავლეთი დასავლეთია, აღმოსავლეთი კი აღმოსავლეთი.“

თანამონაწილეობენ: ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, კატარის საელჩო საქართველოში, იაპონიის საელჩო საქართველოში, კორეის საელჩო საქართველოში, ფრანგული ინსტიტუტი საქართველოში (Institut Français de Géorgie}, გოეთეს ინსტიტუტი (Goethe Institut). 

კონფერენცია გახსნა თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის დეკანმა თინათინ ქაროსანიძემ.

აუდიტორიას მიმართეს: თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორმა გურამ ჩიქოვანმა, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების ხელმძღვანელმა მოჯთაბა ქამრანფარდიმ, ფრანგული ინსტიტუტის დირექტორმა და საქართველოში საფრანგეთის ელჩის მრჩეველმა კულტურისა და თანამშრომლობის საკითხებში ჟან ივ ლავიემ. კონფერენციის გახსნას ესწრებოდა საქართველოში კატარის სახელმწიფოს კონსული იუნის ჰამზა ჰაშიმი.

კონფერენციის მონაწილეებმა წარმოადგინეს მოხსენებები შემდეგ სფეროებში:

• ისტორია და რელიგია
• ხელოვნება, ენა და კულტურა
• ეკონომიკა და ბიზნესი
• სამართალი
• პოლიტიკა, უსაფრთხოება და ტერორიზმი.