დავით ჯიშკარიანის საჯარო ლექცია კამპუსში
10 მარტი 2016
კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიმართა პენსილვანიის უნივერსიტეტის ქიმიის მეცნიერებათა დოქტორის, დავით ჯიშკარიანის საჯარო ლექცია - "ნანონაწილაკების თვისებების ცვლილება დენდიმერული ლიგანდებით."
მოხსენების მიზანი იყო საზოგადოებისთვის გაეცნო ნანონაწილაკების სინთეზის და ზედაპირის მოდიფიკაციის მეთოდები და მათი გამოყენება ოპტიკური თვისებების ცვლილების მიზნით.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დენდიმერული ნივთიერების დიზაინს და მათ გამოყენებას, როგორც კონტროლირებად ლიგანდებს სხვადასხვა თვისებების მიღწევის მიზნით.