GE

დავით კაპანაძე

19 სექტემბერი 2014

ასისტენტ-პროფესორი

საგანი: სამართლებრივი წერა

აკადემიური საქმიანობა: დავით კაპანაძე არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასისტენტ პროფესორი, 2012 წლიდან დღემდე დავითი ხელმძღვანელობს ბიზნესის სამართლის კლინიკას, კითხულობს ლექციებს სამართლებრივ წერაში და არის ბიზნესის სამართლის ეროვნული ცენტრის აკადემიური დირექტორი.

განათლება: დავით კაპანაძეს აქვს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი შედარებით საკონსტიტუციო სამართალში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ბაკალავრის ხარისხი.

სამუშაო გამოცდილება: დავით კაპანაძეს აქვს მდიდარი სამუშაო გამოცდილება კერძო სექტორში. სხვადასხვა დროს დავითი მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში საზოგადოებრივ საწყისებზე, საერთაშორისო ორგანიზაციაში "ამერიკული საბჭოები" გაცვლითი პროგრამის მონაწილე სტუდენტთა კოორდინატორად, იურიდიული კომპანიაში ,,ბი ელ სი'' უფროს იურისტად, ინტერნეტ სერვის პროვაიდერ კომპანიაში "კავკასუს ონლაინი" უფროს იურისტად. 2010 წლიდან დღემდე დავით კაპანაძე არის იურიდიულ კომპანიის - "LPA" დამფუძნებელი და პარტნიორი. 2008 წლიდან დღემდე დავითი კითხულობს ლექციებს და ატარებს ტრეინინგებს სხვადასხვა სამართლებრივ თემაზე.