GE

დავით კორკელია iGeneration-ის პროგრამის გამარჯვებული გახდა

22 ივნისი 2016

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების სტუდენტი - დავით კორკელია გახდა iGeneration-ის პროგრამის გამარჯვებული!
 
დავითი სწავლას 4 წლით ირლანდიაში, ლიმერიკის უნივერსიტეტში გააგრძელებს ფონდის სრული დაფინანსებით.
 
პროგრამა ფარავს როგორც სწავლის, ასევე საცხოვრებლის, მგაზვრობის და სხვა ყოველთვიურ ხარჯებს.
 
iGeneration არის კერძო ფონდი, რომელიც ორიენტირებულია მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების მხარდაჭერაზე.
 
პროგრამამ მეოთხე გამარჯვებული გამოავლინა და სტიპენდია ოთხივეჯერ თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოიპოვეს.