GE

დავით ნინიკელაშვილი კარიერას Goldman Sachs-ში გააგრძელებს

03 მაისი 2018

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) კურსდამთავრებული, დავით ნინიკელაშვილი კარიერას Goldman Sachs-ში გააგრძელებს.

დავითს მოწვევა რამდენიმე ცნობილი კომპანიიდან (მათ შორის Amazon-იდან) ჰქონდა, თუმცა მან საბოლოო არჩევანი Goldman Sachs-ზე შეაჩერა. ეს უკანასკნელი უკვე მრავალი წელია მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ფინანსურ ინსტიტუტად არის მიჩნეული.
 
დავითი Goldman Sachs-ის საინვესტიციო საბანკო დეპარტამენტს ზაფხულის სტაჟირებისთვის ლონდონში შეუერთდება ხოლო აშშ-ში MBA პროგრამის დამთავრებისთანავე სრულფასოვანი თანამშრომელი გახდება.
 
დავით ნინიკელაშვილი ახლოწარსულში გახდა CFA-ს სამივე დონის სიგელის მფლობელი, რაც ფინანსების სფეროში დიდი პრესტიჟულობით სარგებლობს.
Davit Ninikelashvili