GE

კონკურს De Re Publica გამარჯვებულები გამოვლინდნენ

02 მაისი 2023

ყოველწლიურად თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები ატარებენ სკოლის მოსწავლეებისათვის სხვადასხვა შემეცნებით კონკურსს, რომელთა გამარჯვებულები მოიპოვებენ სწავლის დაფინანსებისათვის გრანტებს კახა ბენდუქიძის დაფუძნებული ცოდნის ფონდისგან.
კახა ბენდუქიძის კვირეულის ფარგლებში კონკურსის De Re Publica გამარჯვებულები გამოვლინდნენ და მათ გადაეცათ სასწავლო გრანტები თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლის დასაფინანსებლად:
I პირველი ადგილი დაიკავა თამარ კუტივაძემ, რომელსაც გადაეცა 2 000-ლარიანი სასწავლო გრანტი
II მეორე ადგილი დაიკავა ბარბარე ჯანანაშვილმა, რომელმაც მოიპოვა 1 500-ლარიანი სასწავლო გრანტი
III მესამე ადგილი ერგო მართა იმერლიშვილს, რომელსაც გადაეცა 1 000-ლარიანი სასწავლო გრანტი
კონკურსი განკუთვნილია აბიტურიენტებისთვის, რომლებიც ფიქრობენ პოლიტიკურ და ეკონომიკურ იდეებსა და იდეოლოგიებზე, ვისთვისაც მნიშნელოვანია ქვეყანაში პოლიტიკური დისკურსის დახვეწა და განვითარება.

De Re Publica