GE

De Re Publica - 2023

06 თებერვალი 2018

თავისუფალი უნივერსიტეტი, მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლაში სწავლის მსურველი აბიტურიენტებისათვის აცხადებს კონკურსს De Re Publica.

კონკურსი განკუთვნილია აბიტურიენტებისთვის, რომლებიც მომავალში თავს ხედავენ საჯარო პოლიტიკაში ან ფიქრობენ პოლიტიკურ და ეკონომიკურ იდეებსა და იდეოლოგიებზე, ვისთვისაც მნიშნელოვანია ქვეყანაში პოლიტიკური დისკურსის დახვეწა და განვითარება და ვისაც სჯერა, რომ თავადაც შეუძლია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში გარდატეხის შეტანა.  

 

კონკურსის სახელწოდება რომაელი პოლიტიკოსის, ორატორისა და ფილოსოფოსის, ციცერონის ცნობილი დიალოგის სათაურია. დიალოგში ციცერონი და თანამოსაუბრეები მსჯელობენ რესპუბლიკური მმართველობის სხვადასხვა ფორმაზე და კამათობენ მოქალაქისა და სახელმწიფოს მიმართებებზე, საკითხებზე, რომლებიც დღესაც ისევე მწვავედ დგას, როგორც რესპუბლიკურ რომში. 



კონკურსი შედგება ორი ტურისგან და ჩატარდება კახა ბენდუქიძის კამპუსში:

I ტური - 18 თებერვალი

II ტური - 11 მარტი

 

დარეგისტრირდით, მიიღეთ მონაწილეობა, გაიმარჯვეთ და მოიპოვეთ სასწავლო გრანტი.

 

კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული:

I პირველი ადგილი - 2000 ლარიანი გრანტი

II მეორე ადგილი - 1500 ლარიანი გრანტი

III მესამე ადგილი - 1000 ლარიანი გრანტი

 

*წლევანდელ კონკურსში მოგებული ვაუჩერის გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ 2023 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს.

*ვაუჩერი დააფინანსებს თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლაში სწავლას და 8 სემესტრზე გადანაწილდება.

 

 

რეგისტრაცია დასრულებულია.

 

 

 

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

 

თეკო ძიძიგური 

ელ-ფოსტა: t.dzidziguri@freeuni.edu.ge