GE

დებატები იარაღის ლეგალიზაციაზე

11 დეკემბერი 2018

13 დეკემბერს 17:30 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსში (აუდიტორია #222), გაიმართება დებატები იარაღის ლეგალიზაციაზე.

შეიძლება თუ არა, რომ იარაღის ყიდვა, გაყიდვა და ტარება იყოს ლეგალური? რა არგუმენტები აქვთ ლეგალიზაციის მომხრეებს და მათ, ვინც ლეგალიზაციის წინააღმდეგ არის? რა ვიცით განსხვავებული ქვეყნების გამოცდილებაზე? ამ საკითხებზე გასცემენ პასუხს დებატებზე თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორები დავით მარკოზაშვილი და ალექსანდრე რაქვიაშვილი.

დასწრება თავისუფალია.