DevFest Georgia თავისუფალ უნივერსიტეტში ჩატარდა
12 ოქტომბერი 2023
DevFest Georgia-ს მე-10 საიუბილეო ღონისძიებას თბილისის თავისუფალმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
წლების განმავლობაში ფესტივალმა ასობით სპიკერი და ათასობით ტექენთუზიასტი მონაწილე გააერთიანა და გახდა სივრცე, სადაც მონაწილეებს შეუძლიათ გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიებს.
ფესტივალის სტუმრებს დახვდათ:
- მთავარი სცენა ტექნიკური სესიებისთვის
- პროდუქტების, პროექტებისა და ქომუნითის სცენა ტექნოლოგიების სფეროს არატექნიკური სესიებისთვის
- ვორქშოფების სივრცე პრაქტიკული სესიებისთვის
- საგამოფენო სივრცე შემეცნებითი და გასართობი აქტივობებისთვის
DevFest Georgia 2023-ის გენერალური სპონსორები იყვნენ საქართველოს ბანკი და Google.