GE

დევიდ ფონკენო სტუმრად კამპუსში

11 მარტი 2016

10 მარტს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიმართა შეხვედრა თანამედროვე ფრანგ მწერალთან დევიდ ფონკენოსთან (David Foenkinos).

იგი ავტორია ისეთი ცნობილი ნაწარმოებებისა, როგორებიცაა: Inversion de l'idiotie : de l'influence de deux Polonais, Entre les oreilles, Erotic Potential of My Wife (Le Potentiel érotique de ma femme), En cas de bonheur ,Delicacy (La délicatesse). ასევე გამოსულია მისი რომანის “დელიკატურობა” ეკრანიზაცია, რომელშიც მთავარ როლს ასრულებს ცნობილი ფრანგი მსახიობი ოდრე ტატუ.

შეხვედრის პარალელურად გაიმართა მწერლის ქართულ ენაზე თარგმნილი და გამოცემული წიგნების გაყიდვა.