დეზინფორმაციასთან ინოვაციური ბრძოლის ბანაკის გამარჯვებულები თამარ ობგაიძე და თამარ ლომიძე გახდნენ
13 დეკემბერი 2023
დეზინფორმაციასთან ინოვაციური ბრძოლის ბანაკის გამარჯვებულები არიან თამარ ობგაიძე და თამარ ლომიძე, თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის სტუდენტები.
მათ იკვლიეს, როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათი კვლევის თანახმად:
- ბოლო პერიოდში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსული პროპაგანდის მთავარი ხაზი „მეორე ფრონტის" შიშების დანერგვას უკავშირდება.
- გააქტიურებულია შეცდომაში შემყვანი ნარატივები: საქართველო-უკრაინის საფრთხისშემცველი ალიანსი; პრორუსული ძალაუფლების არარსებობა საქართველოში.
- ყველაზე ხშირად დეზინფორმაცია ახალი ამბების გვერდებზე ვრცელდება - 55%, შემდეგ კი მოდის Facebook (30%), TikTok (12%) და YouTube (3%).
"ამ გამარჯვებამ შესაძლებლობა მოგვცა, დაგვესახა სამომავლო სტრატეგიები ამ თემის უკეთესად გამოსაკვლევად. დიდი სურვილი გვაქვს, კვლევაზე დაყრდნობით, შევქმნათ ვებსაიტის პროტოტიპი, რომელიც ორიენტირებული იქნება მოსახლეობისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებაზე" - გუნდის წევრები.
გამარჯვებული გუნდი აგრძელებს საპროექტო იდეაზე მუშაობას და კვლევის საბოლოო შედეგებს მალე წარადგენს.