დიალოგის როლი თანამედროვე გამოწვევების ფონზე
24 ნოემბერი 2016
25 ნოემბერს, 12:00 საათზე, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის #415-ე აუდიტორიაში, გაიმართება არაბული ქვეყნებისა და ისლამური სამყაროს შემსწავლელი ცენტრის მიერ ორგანიზებული კონფერენცია თემაზე: კულტურათა თანაარსებობა და ურთიერთგავლენები - დიალოგის როლი თანამედროვე გამოწვევების ფონზე.
კონფერენცია ეძღვნება აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის დაარსების 25 წლისთავს.
კონფერენციის პროგრამა იხილეთ აქ.
დასწრება თავისუფალია.