GE

დიმიტრი ძაგნიძე

19 სექტემბერი 2014

ასოცირებული პროფესორი

საგანი: შესავალი სამოქალაქო სამართალში; სანივთო სამართალი; საკანონმდებლო ტექნიკა

აკადემიური საქმიანობა: დიმიტრი ძაგნიძე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში კითხულობს შესავალ კურსს სამოქალაქო სამართალში, სანივთო სამართალსა და საკანონმდებლო ტექნიკას.

განათლება: დიმიტრი ძაგნიძეს 1999 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. მან 1999-2003 წლებში გაიარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის ასპირანტურა. 2013-2014 წლებში სწავლობდა ემორის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში, სადაც მიენიჭა სამართლის მაგისტრის ხარისხი (LL.M).

სამუშაო გამოცდილება: დიმიტრი ძაგნიძეს აქვს იურისტად მუშაობის მრავალფეროვანი და მრავალწლიანი გამოცდილება. იგი იყო იუსტიციის სამინისტროს სამართლის ჰარმონიზაციისა და ნორმატიული აქტების ექსპერტიზის დეპარტამენტის მრჩეველი, ასევე ამავე სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობის, სამართალშემოქმედებისა და სამართლის ჰარმონიზაციის დეპარტამენტის უფროსი. შემდგომში, დიმიტრი ძაგნიძე იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის კერძო სამართლის სექტორის უფროსი და ამავე სასამართლოს სამართლებრივი უზურნველყოფის დეპარტამენტის უფროსი. 2005-2012 წლებში მას ეკავა იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა.