GE

დიპლომატიის სკოლა IX-XII კლასების მოსწავლეებისათვის

19 მაისი 2015

18 მაისს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუში გაიმართა თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის და მომავალ დიპლომატთა კლუბის პროექტის "დიპლომატიის სკოლა IX-XII კლასების მოსწავლეებისათვის" მეორე ნაკადის დახურვის ცერემონია.

პროექტის მეორე ნაკადში სხვადასხვა საშუალო სკოლის 120 მოსწავლე მონაწილეობდა და ერთი თვის განმავლობაში დამატებით ცოდნას იღებდა თავისუფალ უნივერსიტეტში. დახურვის ცერემონიაზე გამოვლინდნენ საუკეთესო სტუდენტები, რომლებსაც სპონსორებისგან სამახსოვრო პრიზები გადაეცათ.