GE

დიპლომატიური ვიქენდი ბაზალეთზე

02 ივნისი 2015

თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის, მომავალ დიპლომატთა კლუბის და ისტორიის კლუბის ორგანიზებით 30-31 მაისს ბაზალეთის სასწავლო ცენტრში ჩატარდა რიგით მესამე დიპლომატიური ვიქენდი თემაზე "საერთაშორისო უსაფრთხოება და ტერორიზმი."

ორი დღის განმავლობაში შერჩეულმა მონაწილეებმა მოისმინეს მოქმედი ქართველი პოლიტიკოსების, ექსპერტების და პროფესორების ლექციები საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ტერორიზმის თემატიკაზე.

• "ტერორიზმი და საქართველოს საფრთხეები" ირაკლი ალასანია (საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე)
• "NATO და უსაფრთხოება" თამუნა კეკენაძე (თავდაცვის სამინისტროს ყოფილი სამოქალაქო წარმომადგენელი ჩრდილოეთატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (NATO))
• საფრთხეების და გამოწვევების ტრანსფორმაცია ცივი ომის დასრულების შემდეგ, სახელწიფო უსაფრთხოების ფორმირების პრინციპების ცვლილება კახაბერ ესებუა (თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელი);
• „ისლამური სახალიფო", როგორც არასახელმწიფო აქტორების და არაკონვენციური საფრთხეების როლის ზრდის ილუსტრაცია ივანე ლამაზოშვილი (თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელი);
• როგორ ვებრძვით ტერორიზმს - შეიარაღებული ძალების როლი ტერორიზმთან ბრძოლაში ნუგზარ ხვედელიძე - (მაიორი,, თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელი).
• "სუდეტური გაკვეთილები: სუდეტელი გერმანელების პრობლემა და ევროპული უშიშროება ორ მსოფლიო ომს შორის (პარალელი დღევანდელობასთან)" - მერაბ ღაღანიძე (თბილისის თავისუფალი უნივერსისეტის პროფესორი)
• "თურქეთის საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება რეგიონში" - ზურაბ ბატიაშვილი (ანკარაში საქართველოს სალჩოს მრჩეველი)
• "ირან-საქართველოს ურთიერთობები და ირანი, როგორც რეგიონის პოტენციური ლიდერი" - ნიკოლოზ ნახუცრიშვილი (აღმოსავლეთმცოდნე-ირანისტი, საქართველოს სალჩოს მრჩეველი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში 2005-2013 წლებში), გოგი კაციტაძე (თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, მომავალ დიპლომატთა კლუბის საპატიო პრეზიდენტი)

გაიმართა Workshop-ი და დისკუსია თემაზე 9/11.