GE

დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონია

04 დეკემბერი 2013

თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი სასტუმრო Radisson-ში გაიმართა. დიპლომები ბიზნეს სკოლის, აზიისა და აფრიკის ინსტიტუტისა და სამართლის სკოლის კურსდამთავრებულებმა მიიღეს. ეს იყო სტუდენტთა პირველი ნაკადი, რომელმაც 4 წლის წინ ახლადშექმნილ თავისუფალ უნივერსიტეტში ჩააბარა. 

ყოფილ სტუდენტებს სწავლის დასრულება უნივერსიტეტის რექტორმა გურამ ჩიქოვანმა, კანცლერმა ვატო ლეჟავამ და მათმა პროფესორებმა მიულოცეს. კურსდამთავრებულებს სიტყვით მოწვეულმა სტუმარმა ლადო გურგენიძემაც მიმართა. 

იხილეთ ფოტოგალერეა