დისკუსია „გამოხატვის თავისუფლების ზღვარი შარლი ებდოს შემდეგ"
04 მარტი 2015
სამართლის სკოლის სტუდენტებისა და ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის ორგანიზებით საჯარო დისკუსია „გამოხატვის თავისუფლების ზღვარი შარლი ებდოს მოვლენების შემდეგ" გაიმართა.
დისკუსიაზე განიხილეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 25 იანვარს წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას შუღლის გაღვივების მიზნით მოწოდებისათვის. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ გაჩნდა და ის უშუალოდ ეხება გამოხატვის თავისუფლებას და მის ფარგლებს. შარლი ებდოს მოვლენებმა და ინიცირებულმა კანონპროექტმა სტუდენტებს შორის ინტერდისციპლინური დისკუსიის მიმართ განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია .
დისკუსიის მომხსენებლები თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი დავით ზედელაშვილი და თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფოსი თამარ ცხადაძე იყვნენ. დისკუსიას მოდერირებას თავისუფალი უნივესიტეტის ასისტენტ-პროფესორი, ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის აკადემიური თანადირექტორი გიორგი მშვენიერაძე უწევდა.