GE

დისკუსია - კახა ბენდუქიძის რეფორმები

23 აპრილი 2015

22 აპრილს კახა ბენდუქიძის კვირეულის ფარგლებში გაიმართა დისკუსია კახა ბენდუქიძის რეფორმების შესახებ.

სპიკერებმა - გიგა ბოკერიამ, ვატო ლეჟავამ და ვახტანგ მეგრელიშვილმა - ისაუბრეს მთავრობაში კახა ბენდუქიძის მოღვაწეობის დროს განხორციელებულ რეფორმებსა და მის შედეგებზე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, კახა ბენდუქიძის ყოფილი თანამშრომლები, მეგობრები და ოჯახის წევრები.

დისკუსიის ბოლო ნაწილი კითხვა-პასუხს დაეთმო.