GE

თავისუფალმა უნივერსიტეტმა ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადის პირველ ტურს უმასპინძლა

17 მარტი 2023

ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადის პირველ ტურს თავისუფალმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა 26 თებერვალს კახა ბენდუქიძის კამპუსში. საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) და მისი პარტნიორი ორგანიზაციების თანამშრომლობით ოლიმპიადის პირველ ტურში 1300-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა 291 სხვადასხვა სკოლიდან თბილისსა და რეგიონებში.
ოლიმპიადის ეროვნულ რაუნდს, რომელშიც საქართველოს მასშტაბით საუკეთესო შედეგის მქონე 200 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას, ასევე კახა ბენდუქიძის კამპუსი უმასპინძლებს. ეროვნული ტურის შედეგად შერჩეული ხუთი მოსწავლე ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე სლოვაკეთში გაემგზავრება.
თავისუფალი უნივერსიტეტი გასცემს სასწავლო გრანტს ოლიმპიადაში მონაწილე 3 წარმატებული მე-12 კლასელისთვის:
I ადგილი – 2 000-ლარიანი სასწავლო ვაუჩერი
II ადგილი – 1 500-ლარიანი სასწავლო ვაუჩერი
III ადგილი – 1 000-ლარიანი სასწავლო ვაუჩერი
ვაუჩერი ვრცელდება თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების, საერთაშორისო ურთიერთობების, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა პროგრამებზე.

Eco Int. Olympic 1Th