GE

ედისონის ლიგა OCTAVUS - 2020

26 იანვარი 2018

თუ გაინტერესებს ინჟინერია, კონსტრუირებარობოტიკაკომპიუტერული პროგრამირება და პროექტირება, გსურს შენეული გადაწყვეტა მოუგონო ამოცანებს, არ გაკმაყოფილებს სტანდარტული მიდგომები, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები შენთვის ატარებენ კონკურსს "ედისონის ლიგა - OCTAVUS".

 

კონკურსი გუნდურია და მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ X-XII კლასის მოსწავლეებს. გუნდი უნდა შედგებოდეს მაქსიმუმ 3 წევრისაგან და მათგან მინიმუმ 2 უნდა იყოს აბიტურიენტი.

 

შენ შეგიძლია თავად აირჩიო თანაგუნდელი, თუნდაც სხვა სკოლიდან. თუ შენ ჯერ არ გყავს სრული გუნდი - დარეგისტრირდი ინდივიდუალურად და  ჩვენ დაგეხმარებით გუნდის დაკომპლექტებაში.

 

კონკურსი შედგება სამი ტურისგან და ჩატარდება კახა ბენდუქიძის კამპუსში

 

კონკურსის შედაგად გამოვლინდება 3 საუკეთესო გუნდი, რომლებსაც გადაეცემათ სასწავლო გრანტები ბაკალავრიატში სწავლის დასაფინანსებლად:

 

15 000 ლარიანი გრანტი გადაეცემა გამარჯვებულ გუნდს

9 000 ლარიანი გრანტი გადაეცემა II ადგილზე გასულ გუნდს

4 500 ლარიანი გრანტი გადაეცემა III ადგილზე გასულ გუნდს

 

* გუნდის თითოეული წევრი მიიღებს გუნდის მიერ მოპოვებული გრანტის მესამედს.

 

გრანტები აგრარული უნივერსიტეტის აგრარულ და საბუნებისმეტყველო, საინჟინრო-ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე და თავისუფალ უნივერსიტეტში ფიზიკის, კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის და არქიტექტურის სკოლაში დააფინანსებს ბაკალავრიატში სწავლის საფასურს და 8 სემესტრზე გადანაწილდება.

 

 

რეგისტრაცია დასრულებულია.

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

 

თეკო ძიძიგური

 

ტელ: 555 49 06 49
ელ-ფოსტა: t.dzidziguri@freeuni.edu.ge