GE

ედისონის ლიგა - QUINTUS 2017

30 იანვარი 2014

თუ ხარ სკოლის მოსწავლე და გაინტერესებს ინჟინერია, რობოტიკა, კონკსტრუირება, კომპიუტერული პროგრამირება და პროექტირება, გსურს შენებული გადაწყვეტა მოუგონო ამოცანებს, არ მოგწონს სტანდარტული მიდგომები, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები შენთვის ჩაატარებს კონკურსს "ედისონის ლიგა -QUINTUS".

დარეგისტრირდი და მოიგე სასწავლო გრანტი!

კონკურსში გუნდებმა უნდა შეასრულონ სხვადასხვა ტიპის დავალება;

კონკურსი ჩატარდება 3 ტურად;

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ IX-XII კლასის მოსწავლეებს;

გუნდში შეიძლება იყვნენ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები;

ერთი გუნდი უნდა დაკომპლექტდეს მაქსიმუმ 3 მოსწავლისგან და მათგან მინიმუმ 2 უნდა იყოს აბიტურიენტი.

მონაწილეებსა და გამარჯვებულებს გადაეცემათ სასწავლო გრანტი 8 სემესტრის განმავლობაში ბაკალავრიატში სწავლის დასაფინანსებლად:

  • 15 000 ლარიანი გრანტი გადაეცემა გამარჯვებულ გუნდს;
  • 9 000 ლარიანი გრანტი გადაეცემა II ადგილზე გასულ გუნდს;
  • 4 500 ლარიანი გრანტი გადაეცემა III ადგილზე გასულ გუნდს.

გუნდის თითოეული წევრი მიიღებს გუნდის მიერ მოპოვებული გრანტის მესამედს.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2 მარტი, 18:00 საათი.

კონკურსის პირველი ტური ჩატარდება 5 მარტს.

ვაუჩერების გამოყენება შესაძლებელია აგრარული უნიერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიურ და აგრარულ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტებზე და თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკისა და კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლაში სწავლის დასაფინანსებლად.


საკონტაქტო ინფორმაცია:

☏ 555 49 06 49 თეკო ძიძიგური

ელ.ფოსტა: t.dzidziguri@freeuni.edu.ge