GE

ელენე სადრაძემ DAAD-ის სტიპენდია მოიპოვა

25 ივნისი 2024

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის (ESM) სტუდენტმა ელენე სადრაძემ მოიპოვა DAAD-ის სტიპენდია.

ის გერმანიაში გაივლის საზაფხულო სკოლას მარტინ ლუთერის ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტში გერმანული ლიტერატურის მიმართულებით.

ელენე სკოლის პერიოდიდან კარგად ფლობს გერმანულ ენას და სამომავლოდ გეგმავს ფინანსების სამაგისტრო პროგრამაზე სწორედ გერმანიაში სწავლის გაგრძელებას. საზაფხულო სკოლაში კი საშუალება ექნება ახლოს გაეცნოს გერმანულ კულტურას და იქ მიღებული გამოცდილება დაეხმარება სამომავლო მიზნების წარმატებით შესრულებაში.

Ელენე Სადრაძე