GE

ელენე ხოშტარიას საჯარო ლექცია: "აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელი და მომავალი გამოწვევები"

06 მაისი 2019

6 მაისს 18:00 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსში (აუდიტორია #218) საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის "მომავალ დიპლომატთა კლუბის" ორგანიზებით ჩატარდება ელენე ხოშტარიას საჯარო ლექცია-დისკუსია: "აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელი და მომავალი გამოწვევები".

ელენე ხოშტარია არის საქართველოს პარლამენტის წევრი და თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი.

ლექცია ტარდება საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის, დემოკრატიული განვითარების ევროპული ინსტიტუტისა და მომავალ დიპლომატთა კლუბის აკადემიური პროექტის - "გლობალური გამოწვევების ფორუმი 2019"-ის ფარგლებში.

დასწრება თავისუფალია.