GE

ელგუჯა არჩემაშვილი თავის ნაშრომს პრესტიჟულ სამეცნიერო ღონისძიებაზე წარადგენს

03 დეკემბერი 2019

MACS-ის (თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლის) ინჟინერიის მეოთხე კურსის სტუდენტი ელგუჯა არჩემაშვილი თავის ნაშრომს წარადგენს ერთ-ერთ პრესტიჟულ სამეცნიერო ღონისძიებაზე, რომელიც ეძღვნება უახლოეს მიღწევებს მცირე ზომის ანტენებსა და საკომუნიკაციო ხელსაწყოებში.

ელგუჯას ნაშრომი, რომელის სათაურია “Numerical Analysis of Dielectric Post-Wall Waveguides” და წარმოადგენს მოდელს, რომლის ბაზაზეც შესაძლებელია დღეს კომპიუტერების, გამომთვლელ და საკომუნიკაციო სისტემებში გამოყენებული ხელსაწყოების მიმართვა მაღალ სიხშირულ დიაპაზონში.

ეს პირველ რიგში დაკავშირებულია დიელექტრიკული მასალის გამოყენებასთან, რომელიც საშუალებას გვაძლებს გადავიდეთ მაღალ სიხშირეებზე და შესაბამისად მივუახლოვდეთ ნანოზომებს.

ელგუჯას ეს სამეცნიერო თემა არის ასევე მისი “Senior Project” ნაწილი. მისი საბოლოო მიზანია სრული მოდელის შექმნა მაქსიმალურად რეალისტური პარამეტრების გათვალისწინებით, მათ შორის ენერგიების დაკარგვის გათვალისწინებით რომელიც შეიძლება იყოს პოტენციურად ერთადერთი ხელისშემშლელი ფაქტორი მსგავსი ხელსაწყოების დანერგვისათვის.

სამეცნიერო ნაშრომი შესრულებულია გერმანიის (დუისბურგ-ესენის უნივერსიტეტი), ჩეხეთის (ოსტრავას ტექნიკური უნივერსიტეტი) და იაპონიის (ფუკუოკას ტექნოლოგიური უნივერსიტეტი) ჩართულობით.

ნაშრომის ხელმძღვანელია MACS-ის სკოლის პროფესორი ვახტანგ ჯანდიერი.