GE

კახა ბენდუქიძის კამპუსში ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადის ეროვნული რაუნდი ჩატარდა

30 ივნისი 2023

ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადის ეროვნული რაუნდი, რომელშიც საქართველოს მასშტაბით საუკეთესო შედეგის მქონე 154 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, 11 ივნისს კახა ბენდუქიძის კამპუსში ჩატარდა.

ოლიმპიადის ეროვნული რაუნდის შედეგად შეირჩა ხუთი გამარჯვებული, რომლებიც ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე სლოვაკეთში გაემგზავრებიან:

• ნიკოლოზ ყორანაშვილი - ილია ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე საჯარო სკოლის მოსწავლე
• კლიმენტი ბერულავა - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლე
• ნიკა ვანაძე - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლე
• გურამ ცაგარეიშვილი - ნიუტონის თავისუფალი სკოლის მოსწავლე
• ანი გვარამაძე - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლე

ამასთან, ოლიმპიადის ეროვნული რაუნდის ფარგლებში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორი ვატო ლეჟავა ესაუბრა მოსწავლეებს, მოწვეულ მასწავლებლებს და სტუმრებს თემაზე „სახარების ეკონომიკა“.

ოლიმპიადის პირველ ტურს ასევე თავისუფალმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა 26 თებერვალს კახა ბენდუქიძის კამპუსში. საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) და მისი პარტნიორი ორგანიზაციების თანამშრომლობით ოლიმპიადის პირველ ტურში 1300-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა 200-მდე სხვადასხვა სკოლიდან თბილისსა და რეგიონებში.

თავისუფალი უნივერსიტეტი კი ოლიმპიადაში მონაწილე საუკეთესო შედეგის მქონე 3 მეთორმეტე კლასის მოსწავლეს შეარჩევს, რომლებსაც გადასცემს სასწავლო გრანტს:
I ადგილი - 2 000-ლარიანი სასწავლო გრანტი
II ადგილი - 1 500-ლარიანი სასწავლო გრანტი
III ადგილი - 1 000-ლარიანი სასწავლო გრანტი

სასწავლო გრანტი ვრცელდება თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების, საერთაშორისო ურთიერთობების, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა პროგრამებზე.

Economics Olympiad