ელენე მურჯიკნელი სწავლას London Business School-ში (LBS) აგრძელებს
24 ივლისი 2023
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) კურსდამთავრებული ელენე მურჯიკნელი სწავლას აგრძელებს გაერთიანებულ სამეფოში, London Business School-ში (LBS) ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე (MBA), სწავლის ნაწილობრივი დაფინანსებით.
ელენემ მოწვევა მიიღო აგრეთვე ორი უნივერსიტეტიდან INSEAD (საფრანგეთი) და Cambridge Judge Business School (გაერთიანებული სამეფო), მაგრამ საბოლოოდ არჩევანი მაინც LBS-ზე შეაჩერა.