GE

ESM-ელის მორიგი წარმატება!

15 ივნისი 2018

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) კურსდამთავრებულმა დიმიტრი დეკანოზიშვილმა Frankfurt School Business Game-ში პირველი ადგილი მოპოვა!
 
The Alliance of European Business Games საშუალებას აძლევს ევროპის წამყვან უნივერსიტეტებს ყოველწლიურად გამართონ შეჯიბრი, სადაც 100 არჩეული სტუდენტი მუშაობს ინდუსტრიის ლიდერი კომპანიების მიერ შედგენილ ქეისებზე, სადაც მათ რეალური პრობლემების გადაჭრის სტრატეგია უნდა წარმოადგინონ.
 
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის შემდეგ დიმიტრიმ დაამთავრა ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი (Freie Universität Berlin-ის M.Sc. in Management & Marketing) და მუშაობა დაიწყო გერმანიის ერთ-ერთ წამყვან FinTech-ის ინდუსტრიის სტარტაპ Business Development Team-ში.