GE

გვანცა ჩიტაური სწავლას აგრძელებს Hult International Business School-ში

08 ივნისი 2023

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) კურსდამთავრებული გვანცა ჩიტაური სამაგისტრო პროგრამაზე სწავლას აგრძელებს Hult International Business School-ის ბოსტონის კამპუსში Master in Finance მიმართულებით, უნივერსიტეტის 40%-იანი დაფინანსებით.

გარდა ამისა, გვანცამ სწავლის გაგრძელებაზე თანხმობა მიიღო Bentley University-ში Master's in Accounting პროგრამაზე, აგრეთვე საუნივერსიტეტო დაფინანსებით. თუმცა უნივერსიტეტის რეიტინგისა და კურიკულუმის გათვალისწინებით, გვანცამ საბოლოო არჩევანი Hult-ზე შეაჩერა.

გვანცამ 2020 წელს ESM-ის ფინანსების კონცენტრაცია დაამთავრა. დამამთავრებელ კურსზე მან KPMG-ში დაიწყო მუშაობა და გასულ წელს უკვე სენიორ აუდიტორი გახდა ორმაგი დაწინაურებით. სწორედ ამ კარიერული გამოცდილების გათვალისწინებით, გვანცამ გადაწყვიტა Hult-ის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელება, რათა მომავალში კიდევ უფრო განვითარდეს ფინანსების მიმართულებით.

ESM Gvantsa Chitauri